შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს თბილისში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაესხნენ თავს. ის 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირის მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია.