გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქეების საქმე აიცილა.

სხდომა 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გამო, პროცესი ვერ გაიმართა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ განიხილავს საქმეს და რა დროისთვის გაიმართება პროცესი.

გორში, კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.