გორში, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა.

თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლა იმ დროს მოხდა, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19-109 მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ.

ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.