შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქალაქ ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.