"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისთან კობა ხაბაზს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხაბაზის თქმით, მას თავში უკნიდან ჩაარტყეს, რის შემდეგაც დაეცა.

მისივე თქმით, დაცემის შემდეგ "ტიტუშკებმა" მისი ცემა გააგრძელეს, შემდეგ კი გაიქცნენ.

ხაბაზს დაზიანებები აქვს თავის არეში.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისთან ახლოს ასევე, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს. ორივე მათგანს დაზიანებები აღენიშნებათ.

იქამდე კი, ფურცელაძის ქუჩაზე აქციის მონაწილე ორ პირს დაესხნენ თავს, ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.