ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად გელა უძილაურმაც. 

ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის  გამზირზე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც  16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.