შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005 წელს დაბადებული ი.ვ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 100 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე გამომშრალი "მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.