სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტისთვის დღეს 15 ადამიანია დაკავებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არიან გიორგი ლიფონავა, ანუკა გამსახურდია, დავით მშვენიერაძე, თენგო კირთაძე, ზურაბ ცეცხლაძე, ნინო ლაღიძე, ბაჩო ქიმუცაძე, ლაშა ბრეგვაძე, ნათია ლეთოდიანი, დანი მაღრაძე,  აჩი გოჩიტაშვილი, გიორგი მელითაური, ზვიად კვარაცხელია, ვასილ ივანონ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველზე გზის გადაკეტვის და პირბადის ტარებისთვის ათობით ადამიანი დააკავეს, მათ უმრავლესობას ადმინისტრაციული პატიმრობები უკვე შეეფარდა.