დარწმუნებული ვარ, რომ  "ქართული ოცნებისთვის" პაატა ბურჭულაძის ციხეში ყოფნა არის აუცილებლობა და არა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი ფაქტი, - ამის შესახებ მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სჭირდებათ დანაშაულის აღიარება და მორალური დარტყმის მიყენება საქართველოში თავისუფალი საზოგადოებისთვის.

"პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, პაატა ვერ ხვდება, რის აღიარებას ითხოვს პროკურატურა მისგან და მე ვფიქრობ, პროკურატურას სჭირდება ეს საჯარო პოზიციონირებისთვის და ერთგვარ "პიარ ხრიკად". 

დარწმუნებული ვარ, რომ  "ქართული ოცნებისთვის" პაატა ბურჭულაძის ციხეში ყოფნა არის აუცილებლობა და არა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი ფაქტი. მათ სჭირდებათ დანაშაულის აღიარება და მორალური დარტყმის მიყენება საქართველოში თავისუფალი საზოგადოებისთვის", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმეზე პირველი პროცესი დღეს გაიმართა.