სპეცრაზმმა რუსთაველზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, სავარაუდოდ, დაკავებულია 4 ადამიანი.

პარალელურად ისმის გამაფრთხილებელი მოწოდება, რომ დაიშალონ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.

იქამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ "აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება" და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.