ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით პატიმრობაში გაუშვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. ჟურნალისტი დარბაზიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, დროებითი მოთავსების რომელ იზოლატორში მოხდება მისი შესახლება.

მას ბრალდება გასული წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა.

სასამართლო სხდომაზე ჟორჟოლიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმ დღეს, როდესაც კანონში ცვლილებები ახალი მიღებული იყო, დემონსტრანტებმა, მათ შორის მან, არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა დგომა და სად არა.