მივმართავ კობახიძეს, თუ შენ დანაშაულებრივი ქმედებების არ გეშინია, მე ჩემი მართალი ნაბიჯების რატომ უნდა მეშინოდეს?!, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ ეშინია არც პუტინის, არც ალიევის და არც ივანიშვილის.

"ვერცერთი რეჟიმი და ბოროტმოქმედი ხელისუფლება ვერ აღგვკვეთს ჩვენ, ვერ შეგვაკავებს. ერთადერთი დიდი საშიშროება არის ის, რომ ფიზიკური ლიკვიდაცია დადგეს დღის წესრიგში, რაც არ მაშინებს. 

რა თქმა უნდა, მინდა შევუერთდე ჩემს ოჯახს, მაგრამ მე უფრო დიდი ოჯახი მყავს, რომელიცაა ყველა დაჩაგრული ადამიანი, უფლებაგათელილი ადამიანი. სადაც არ უნდა ვიყო, ბრძოლას არ შევწყვეტ, უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ავიმაღლებ. 

მე მინდა, რომ საქართველოშიც გამოვაჩინო ჩემი ძალა, მე ვიცი ბრძოლის გზები და მეთოდები. რომც გამაძევონ, წასვლა შეიძლება არც მომინდეს, ჩემს თავს აქ ვგრძნობ.

კობახიძისა და ალიევის არ მეშინია, პირიქით, მათ წინააღმდეგ მივდივარ. დაე, დიქტატორს ეშინოდეს ჩემი, ეს იქნება ალიევი, კობახიძე, ივანიშვილი თუ პუტინი.

მივმართავ კობახიძეს, თუ შენ დანაშაულებრივი ქმედებების არ გეშინია, მე ჩემი მართალი ნაბიჯების რატომ უნდა მეშინოდეს?!", - განაცხადა აფგან სადიგოვმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საპატიმროდან 16 აპრილს გაათავისუფლეს.