პარლამენტთან აქცია 16 აპრილს, 12:00 საათიდან განახლდება. 

დღევანდელი აქცია დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება.

პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე შსს-ს ინფორმაციით, 14 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.