თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორთა ნაწილი კახა ბენდუქიძის კამპუსიდან მსვლელობას მართავენ.

კახა ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლომდე მივლენ.

სტუდენტები ახალ არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.