მე მგონია, ეს არის მთავარი შეცდომა ამ სისტემის, რომ დაუპირისპირდა ხელოვანებს, იმიტომ, რომ ხელოვანს ასე ვერ გააჩერებ, ის შეიძლება მხოლოდ გაანადგურო, - ამის შესახებ რეჟისორმა ლევან წულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკა თვითონ შემოვიდა თეატრალურ ოჯახში.

"თეატრი ყველაზე მორჩილი ორგანიზმი იყო, შედარებით ყველაზე მოწყვლადი სფერო იყო იმიტომ, რომ დამოკიდებული იყო სისტემაზე და მოხდა უცნაური და ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ თეატრი ჩადგა ამ პროცესის ავანგარდში, ალბათ, იმიტომ, რომ დაიბადა ახალი თაობა, რომელსაც არაფერი აკავშირებს დახმარებებთან და ამ ადამიანებმა შექმნეს ახალი თამაშის წესი - დამოუკიდებელი, ამაყი ხელოვანის სახე. დღეს ეს დამოუკიდებელი, ამაყი ხელოვანი დადგა იმის წინააღმდეგ, რაც არ მოსწონთ. მერე დააპატიმრეს ბევრი მსახიობი. ამიტომ, პოლიტიკა თვითონ შემოვიდა ჩვენს ოჯახში - თეატრალურ ოჯახში და უნდა ვთქვათ ამაზე რაღაც. 

მე მგონია, ეს არის მთავარი შეცდომა ამ სისტემის, რომ დაუპირისპირდა ხელოვანებს იმიტომ, რომ ხელოვანს ასე ვერ გააჩერებ, ის შეიძლება მხოლოდ გაანადგურო", - განაცხადა ლევან წულაძემ.

დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან 16 აპრილს გაუშვეს.