საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში ბაგრატ III-ის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ 213-ე და 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღებამდე მისასვლელი კიდევ ერთი ალტერნატიული მოწესრიგებული  გზა იქნება.

"პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და  3 000 კვ/მ ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში როსტევანის ქუჩაც რეაბილიტირდება.

"სამუშაოების ფარგლებში, გაზისა და წყლის მილები მიწის ქვეშ განთავსდება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასევე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.