პატრიარქობის კანდიდატის მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა.

მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.

"ორი თვის წინ მიტროპოლიტმა იობმა თავის რეზიდენციაში, სადაც იყო ეს დოკუმენტები, საქაღალდეები, მათ შორის იდო დიპლომი, ეს არის დიპლომი მცხეთის სემინარიისა, რომელიც მან დაამთავრა 1988 წელს და როდესაც იქნა მოთხოვნილი, რომ ეს საბუთები წარმოედგინა მას სინოდის სხდომაზე, ახლა კანდიდატების გამორჩევის დღეს, ფაქტობრივად გაურკვეველ ვითარებაში, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი.

ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ნუ რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის. დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული. [...]

ორი თვის წინ მეუფემ ნახა ეს დიპლომი რომ იდო თავის ადგილას და როდესაც მოდიოდა, რომ წარედგინა დიპლომი, საბუთები მიეტანა საპატრიარქოში დიპლომი არ აღმოჩნდა ადგილზე", - განაცხადა მეუფე გიორგი ჯანმდელიანმა.

მეუფე გიორგიმ აღნიშნა, რომ კანდიდატების გამორჩევის წმინდა სინოდის სხდომაზე, მცხეთის სასულიერო სემინარიის მაშინდელ რექტორს, მიტროპოლიტ ზოსიმეს მიმართეს, რომელმაც მეუფე იობის დიპლომის არსებობა დაადასტურა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანდიდატების გამორჩევის სხდომაზე, რადგან 1988 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ ჩვენი ღრმადპატივცემული უხუცესი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ზოსიმე, მეუფე იობმა მიმართა მას და მან დაუდასტურა რა თქმა უნდა. აქ წერია შემდეგი: - "პატივისცემით გაცნობებთ, რომ მღვდელმონაზონმა იობმა 1988 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია და ჩემს მიერ მასზე იქნა გაცემული დიპლომი. ეს სავსებით საკმარისი მტკიცებულებაა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.