იაპონიის საელჩო გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას, - ამის შესახებ იაპონიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს განცხადებით, ამ ახალ ეტაპზე, საელჩო გამოხატავს სურვილს, კიდევ უფრო განმტკიცდეს მეგობრობა და თანამშრომლობა საქართველოსთან.

"იაპონიის საელჩო გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას.

დაე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრებამ კეთილდღეობა მოუტანოს საქართველოსა და მის ხალხს. ამ ახალ ეტაპზე, საელჩო გამოხატავს სურვილს, კიდევ უფრო განმტკიცდეს მეგობრობა და თანამშრომლობა საქართველოსთან", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსაყდრდა.