"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია აცხადებს, რომ ქვეყანაში არც სამართალია და არც სასამართლო.

"არ ველოდებოდი, რომ ნიკა დაბრუნდებოდა სახლში. რას ვიზამთ, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. მერე რა ეშველებათ ამ მოსამართლეებს, მეცოდებიან ესენი. ნიკა გიჟი კი არ არის, ისე კი არ შეასხა წყალი. მოსამართლე არ უსმენდა, როცა ნიკა ჰყვებოდა, როგორ გაიტაცეს. სამართალი საქართველოში არ არის.

ივანიშვილი, გონს მოეგოს, მაგას 2012 წელს მეც ვაძლევდი ხმას. დღეს ქუჩაში ვერ გამოდის, იყოს შუშის სასახლეში, როდემდე გაძლებს ვნახავთ. ნიკა კი თავის სიტყვას საქართველოსთვის იტყვის აუცილებლად", - აცხადებს ანზორ მელია. 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას ერთი წელი და 6 თვე მიუსაჯა.