მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ის მალევე ამოიყვანეს, თუმცა უკვე დაღუპული იყო.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.