მოპარულია დიპლომი და დღესდღეობით აღდგენილია უკვე. ფაქტობრივად, ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები და ვხედავთ კიდეც, ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება, - ამის შესახებ რუის-ურბნისის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა  იობმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქო წესდებაში შესაცვლელია ასაკისა და დიპლომის საკითხი.

"მოპარულია დიპლომი და დღესდღეობით აღდგენილია უკვე. მე ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც. დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როცა მე წავედი, სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ დამხვდა. მე ჩემი ხედვები უკვე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ, გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი ამის შესახებ. ახლა დროში ვერ ჩავეტევი.

ცვლილებები უნდა მოხდეს აუცილებლად, რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში, როცა ამისთვის მზად ვიქნებით.

ფაქტობრივად, ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები და ვხედავთ კიდეც, ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება.

წესდება შესაცვლელია, შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან და არც წლოვანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მეუფე იობმა.