მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე  საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს "თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.