გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მამა დოროთე მოქალაქეებს კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დგანან რუსთაველზე.

"კითხვა მაქვს თქვენთან: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რით ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე?! დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მოპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.