პროტესტის 142-ე დღეს საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში შეიკრიბებიან და აქციებს გამართავენ.

საპროტესტო აქციებზე მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელი იქნება - დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და დაჩქარებული ევროინტეგრაცია.

აქციების განრიგი ასეთია:

გორი - 17:00 საათზე საკრებულოს წინ.

ახალციხე - 18:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან.

თელავი - 19:00 საათზე მერიის წინ.

ქუთაისი - 19:00 საათზე მერიის წინ.

ბათუმი - 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ.

თბილისში საპროტესტო აქციები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყება და დღის ბოლოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდება.