რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ "თანაგრძნობით აკვირდება" მიტროპოლიტ შიოს სავარაუდო მოწამვლას. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განუცხადა.

"ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც მედიაში იყო. რა თქმა უნდა, ვღელავთ. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში", - განაცხადა მან.

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს გავრცელდა.