რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებით და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერიანი ბანერებით მივიდნენ.

აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.

დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და ოცი დღეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.