ორჯერ მოვიდა წერილი თავად კულტურის მინისტრისგან, რომ იქნებ, დავბრუნებოდით ჩვენს მთავარ ფუნქციას. ამაზე გავგზავნე ძალიან დიდი პასუხი და პასუხზე პასუხი აღარ მოსულა, - ამის შესახებ რეჟისორმა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროსთან გაგზავნილ წერილში კარგად ახსნეს, რის გამოც ვერ თამაშობდნენ სპექტაკლებს. 

"განწყობა არის დიდებული, ჩინებული და გადასარევი. მადლობა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოხატა ამ თეატრის და ჩემ მიმართ. არც ვიცი, რა შეიძლება დავდგა მე ამაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემ ცხოვრებაში იდგმება. ამიტომ, თუ ვიღაცისთვის მოხსნაა, ჩემთვის თავგადასავალია და ძალიან მომწონს ის თავგადასავალი, რაშიც მე ვარ.

ჩემი თანამდებობა არის ჩემი პროფესია. ჩვენი ხელობაა ის, რაც და როგორც შეგვიძლია ვაკეთოთ. ასე რომ, თანამდებობის არსებობა დიდი ვალდებულებებია, თუმცაღა როცა შეგიძლია, რომ შექმნა თავისუფლების კუნძული, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და ვესაუბროთ, ალბათ, ამანაც გამოიწვია ის, რაც ჰქონდა ამ თეატრს, რომ სამი თვით ადრე არცერთი ბილეთი არ არსებობდა და ყველაზე მთავარი, რაც ამ თეატრმა შეიძინა ესაა მაყურებელი, რომელიც გავიდა ქუჩაში და რომელსაც გაჰყვა თეატრი. 

ორჯერ მოვიდა წერილი თავად კულტურის მინისტრისგან, რომ იქნებ, დავბრუნებოდით ჩვენს მთავარ ფუნქციას. ამაზე გავგზავნე ძალიან დიდი პასუხი და პასუხზე პასუხი აღარ მოსულა იმიტომ, რომ იქ კარგად ავუხსენით, რის გამოც ვერ ვთამაშობთ სპექტაკლებს", - განაცხადა დავით დოიაშვილმა.