ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, მეუფე შიო, დიდი სულიერი სიხარულით და ღრმა პატივისცემით გულითადად გილოცავთ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით თქვენს შესვლას კათოლიკოს-პატრიარქის მსახურებაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, – ამის შესახებ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პრეშოვის მთავარეპისკოპოსმა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, როსტისლავმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა როსტისლავმა აღნიშნა, შიო მესამის პატრიარქად არჩევა „არის უეჭველი გამოვლინება ღვთის განგების და ამავე დროს აღიარება იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ჰქვია ჯვრის ზიდვა მსახურებისა, წინამძღვრის ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის თქვენთვის მინდობილი ხალხის სასიკეთოდ – გვახსოვს რა, პავლე მოციქულის სიტყვები – „გესმოდეთ საკუთარი თავის და უსმენდეთ თქვენს საწმყსოს“, რომელშიც სულიწმინდამ გაგამწესათ წინამძღვრად, რათა წინამძღვარი იყოთ ღვთის ეკლესიისა“.

"მრავალი საუკუნის განმავლობაში, მრავალი გამოწვევებისა და ტანჯვის გათვალისწინებით, ნამდვილად მეტყველებს ქართველი ხალხის გმირობა ქრისტიანული რწმენის ერთგულებაზე, ქრისტესა და მისი წმინდა ეკლესიის ერთგულებაზე.

საქართველოს ხალხის ისტორია არის მორწყული სისხლით ტანჯულთა, მოწამეთა. იგი იქმნებოდა ლოცვებით და სულიერი გმირობით ბერების, სიბრძნით წმინდანების და მედეგობით იმათი, ვინც შეინარჩუნა რწმენა, მიუხედავად მრავალი დევნისა. ამჟამად თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, აგრძელებთ ამ ღვთით დალოცვილი მემკვიდრეობის ისტორიას ქართველი ხალხისა, გაქვთ რა თქვენ წინაშე ასევე ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს თანამედროვე სამყაროში. მთელი გულით ვლოცულობ და გისურვებთ, რომ ყოვლისმწყალობელმა უფალმა მოგცეთ ძალა, სიმშვიდე, სულიერი სიბრძნე და ჯანმრთელობა, რამეთუ თქვენ დაუღალავად და მოთმინებით ატაროთ თქვენი ხალხი წმინდა წერილის გზით, რომელიც გვიანდერძა ღმერთმა.

გაგაძლიეროთ თქვენ თქვენს მსახურებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პტარიარქისა წმინდა ღვთისმშობლის შუამავლობამ, ლოცვამ დიდმოწამე გიორგისა, მოციქულთ თანასწორი ნინოსი და საქართველოს ყველა წმინდანის.

მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთობები ჩვენს ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება. ასევე, თქვენი დახმარებით ეს მოხდება სულისკვეთებით ორმხრივი პატივისცემისა და თანამშრომლობისა მსოფლიოში, რომელსაც ძალზე ესაჭიროება ქრისტეს სიტყვა, რომელსაც მოაქვს ჭეშმარიტება და ურთიერთგაგება ადამიანებს შორის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა როსტისლავმა.