თქვეს, კანონს აღარ მივუბრუნდებითო - პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით წერს.

"ერთი წლის წინ პირობა დადეს, რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! თავი რომ დავანებოთ საფრთხეებს, რაც ამ კანონის მიღების მერე შეექმნება ხალხს და ქვეყანას?! ეს თავის დაბრმავების და უნამუსობის ახალი საფეხურია!" - წერს კინწურაშვილი.