უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ბოლნისში მოკლული ახალგაზრდის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ფაქტი დამალეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მამაკაცი დაეცა და თავი კლდეზე დაარტყა.

"მთელი ჩვენი ყურადღება და აქტივობა მიმართულია რუსული კანონზე და სხვა საკითხები უგულებელყოფილია და გთხოვთ, ყველა დაინტერესდეს ბოლნისში სასტიკად, წამებით მოკლული ახალგაზრდას მკვლელობით…

8 აპრილს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში გაუჩინარებული ისა ჰუსეინოვის ცხედარი ერთი დღის შემდეგ  სოფლის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

ფსიქიკურად დაავადებული ახალგაზრდა სასტიკად და წამებით მოკლეს სხეულსა და ყელზე მრავლობითი ჭრილობებით.

ამ დღეებში ამბობდნენ, რომ დაეცა და თავი კლდეზე დაარტყა და გარდაიცვალა, ფაქტი დაფარეს და მისი ოჯახი კი ითხოვს მათ დადგენას, ვინც აწამა და მოკლა მათი შვილი.

გამოძიება კი დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ რა მუხლით? რატომ იმალებოდა მისი სასტიკად წამების მკვლელობა, რატომ ავრცელებდნენ საჯარო მოხელეები არასწორ ინფორმაციას?", - წერს ბაირამოვა.