რეჟიმის მთავარი ამოცანაა, რომ ცხოვრების წესი შევიცვალოთ, წონასწორობა დავკარგოთ, შევშინდეთ, თავდაცვის რეჟიმზე გადავიდეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.

"თბილისი უბნებს, სადაც ბავშვები თამაშობენ, ტურისტები დადიან და ადამიანები ცხოვრობენ - ბილწი სიტყვებით და ნიშნებით აჭრელებენ.

გინებით რეკავენ ბავშვებთან თუ უფროსებთან.

ეს არის მათი სახე და სარწმუნოება.

რეჟიმის მთავარი ამოცანაა, რომ ცხოვრების წესი შევიცვალოთ და ნერვები აგვიშალოს, წონასწორობა დავკარგოთ, შევშინდეთ, ვიწუწუნოთ, თავდაცვის რეჟიმზე გადავიდეთ.

რეგვენი მოღალატეებისგან შიში არ უნდა აგვეკიდოს", - წერს დეკანოიძე.