"ვერსად შეიგრძნობ გამარჯვებას ისე, როგორც სამშობლოში", - ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

"მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია... ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, რომ კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია", - აღნიშნა მან.

დვალიშვილი სამშობლოში დღეს დაბრუნდა და აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს - ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.