10:00 საათზე - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ოფისში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინიციატივით გაიმართება "2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების შესახებ“ მემორანდუმზე ხელმოწერა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ.

მისამართი: ბარნოვის 41

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

 

11:00 საათზე - ზუგდიდში, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტები ზუგდიდში - დაასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს“.

საკონტაქტო ნომერი: 568 51 55 53

 

12:00 საათზე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, გაიმართება ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი: "შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“, რომელიც ეძღვნება სკოლა-გიმნაზიის დაფუძნების 15 წლისთავს.

მისამართი: სამღერეთის ქ. #13