ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმის დეტალებს, თუმცა ვაშინგტონი მხარს უჭერს ასეთ ინიციატივას, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აფასებს, რომ უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გამარჯვების გეგმის წარსადგენად ვაშინგტონში ჩავიდა.

როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინის საკითხის განხილვას უკრაინის გარეშე იმ უცხოელ ლიდერებთან, რომლებიც არ ეთანხმებიან ზელენსკის გეგმებს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.