რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას. 

"უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია ჯერ კიდევ მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, უკვე მაშინ, ამ მოვლენებამდე, შედარებით რბილად, მაგრამ მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ასეთი საფრთხე შესაბამის რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს არსებული სიტუაციის მოგვარებაში, თუ მხარეები ამით დაინტერესებულნი იქნებიან.

"კონფლიქტის მხარეები თუ დაინტერესებულნი არიან, ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად გულწრფელად მივიღოთ მონაწილეობა, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, იგი არ დაესწრება ბრაზილიაში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტს, რათა ღონისძიება არ ჩაშალოს.