11:00 საათზე - პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის" რიგგარეშე ყრილობას, განახლებული გუნდით გამართავს. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს წევრებს და პარტიის მდივნებს.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის 3 (სასტუმრო „უინდემ გრანდი“)

საკონტაქტო პირი: გიორგი დოგრაშვილი 591191980

 

13:00 საათზე - ბათუმში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის, 1

 

15:00 საათზე - ხულოში, სოფელ გელაძეებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ხულოს საკრებულოს წევრები, მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდებიან და განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ჯორბენაძე 595084402