10:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 საათზე - კახეთის რეგიონში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

 

11:00 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - ბათუმის მერიაში, საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რეზო ხარაზი და ნაზი ფუტკარაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მიმდინარე პროცესები, შეჩერებული პროექტები და სოციალური თემატიკა

საკონტაქტო პირი: რეზო ხარაზი - 577 41 44 01

 

11:00 საათზე - სასტუმრო Holiday Inn Express-ში ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) კომპანია „გრანთ თორნთონთან“ ერთად ღონისძიებას "მუდმივი დაწესებულებისთვის მოგების მიკუთვნების გამოწვევები საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის“ გამართავს.

ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი და კომპანია "გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე.

მისამართი: ლაგოდეხის ქუჩა N4

 

11:00 საათზე - სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია საქართველოში მედიაციის კამპანიის დაწყებას ოფიციალურად გახსნის.

ღონისძიებაზე მომხსენებლები არიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძე; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია; არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან ჭკუასელი.

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო პირი: მერი მახარაშვილი - 599 50 01 37

 

11:00 საათზე - სასტუმრო „მერკური თბილისში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ანგარიშის „ადამიანის უფლებები აფხაზეთში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაციას გამართავს.

თემა: ანგარიში შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

მისამართი: გორგასლის 9

საკონტაქტო პირი: მარიამ ჩიტიშვილი - 599 89 96 27

 

12:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის” ინიციატივით, ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მისამართი: ხორავას 3 ( სამუშაო სივრცე, ტერმინალი)

 

13:00 საათზე - თბილისში, ბუკიას ბაღში, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს შეხვდება.

საკონტაქტო პირი: თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36