10:00 საათზე - სასტუმრო “სტამბაში” გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: საქართველოს კერძო სექტორში სექსუალური შევიწროება

მისამართი: კოსტავას N14, სასტუმრო “სტამბა” (ოთახი DOME)

საკონტაქტო პირი: ნინო ნატროშვილი - 595 35 64 68

10:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბიზნესმენის მკვლელობის საქმე და დაკავებული სანდრო წივწივაძე, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, მკვლელობის იარაღთან ასოცირდება. ფაქტები და მტკიცებულებები.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599 726 565

 

12:00 საათზე - პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - საქართველოში დასაქმებული კურიერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან ფინანსური პოლიციისკენ, რათა შეიტანონ საჩივარი Glovo-სა და Wolt-ის წინააღმდეგ. შემდეგ კი თბილისში საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

საკონტაქტო: ბექა კობრიაშვილი - 555 40 36 69; გიორგი დიასამიძე - 592 21 00 21

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ირაკლი არაბულის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, რომელიც ივნისში აღინიშნება. სურსათის უვნებლობის მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები. როგორ ავიცილოთ საკვებისმიერი დაავადებები.

რეკომენდაციები მალფუჭებად, მაღალი რისკის სურსათთან დაკავშირებით ზაფხულის ცხელი დღეებისთვის".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532

(C კორპუსი, V სართული)

 

20:00 საათზე - უზენაეს სასამართლოსთან პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედანი" საპროტესტო შეკრებას გამართავს, სადაც დაპატიმრებული სტუდენტების ლიკა ლორთქიფანიძის, თათია აფრიამაშვილის და ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრები და ლექტორებიც შეიკრიბებიან.

მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. 32