10:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში“ მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ლევან სანიკიძე 591 914 043

11:00 საათზე - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, ბათუმში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.