ფასების ზრდისა და ინფლაციის ძირითადი მიზეზი არის უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭიროა. ყველაფერი მიდის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, -  ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ სხვადასხვა სექტორში აშკარა ჩამორჩენა და კრიზისია.

"ჩემი აზრით, ფასების ზრდისა და ინფლაციის ძირითადი მიზეზი არის უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭიროა. ყველაფერი მიდის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე.

ფასები არის მოთხოვნა-მიწოდების შედეგი და თუ რაღაც შეძახებით და რეპრესიული მეთოდებით არეგულირებ ფასებს, ეს გამოიწვევს დეფიციტს, მოტივაციის დაკარგვას ეკონომიკაში, რომ წარმოება გაიზარდოს და ამის შედეგად, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება მოსაზრებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პირადად ჩემთვის, არ არის დამაჯერებელი. ზოგიერთ სექტორში აშკარაა შენელება. მშენებლობის სექტორში გაყიდვების თვალსაზრისით აშკარად ცუდადაა საქმე", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.