არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ქალბატონი თინა იხილონ ამ საბჭოში და მეც მივესალმები, რომ იყოს. ყველა ლიდერი უნდა იყოს ჩართული ამ საქმიანობაში, -  ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს საბჭოს წევრობაზე.

"ზოგადად, კანდიდატურები განიხილება, პირველ რიგში, არა დროებით შემსრულებლის, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც დააკომპლექტებენ დროებით საბჭოს, საბჭოს წევრები თვითონ აირჩევენ და გადაწყვეტენ, თუ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის დროებითი ფუნქციის მატარებელი და ამ საბჭოს ხელმძღვანელი. 

ახლა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს საბჭოს წევრობაზე.

მე როგორც ვიცი, საბჭოს წევრობაზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურაზე არის საუბრები, პოლიტიკური საბჭოს შიგნით ხდება გენერირება. 

არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ქალბატონი თინა იხილონ ამ საბჭოში და მეც მივესალმები, რომ იყოს. ყველა ლიდერი უნდა იყოს ჩართული ამ საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

5 აგვისტოს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება.