შავი პარასკევის პერიოდში, რომელსაც მომხმარებელთა გამორჩეულად მაღალი აქტიურობა ახასიათებს, ლოჯისტიკური პროცესების შეუფერხებელი მართვა ბიზნესებისთვის პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი შეკვეთების ფონზე, ოპერაციების ოპტიმიზებისთვის, QuickShipper-მა და საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის  შეთავაზება მოამზადეს.

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შემდეგი ბენეფიტებით ისარგებლებენ:

ერთი მიწოდება საკომისიოს გარეშე: პირველი შეკვეთის აღება და ჩაბარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

ერთთვიანი წვდომა გადასახადის გარეშე: ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, QuickShipper-ის პლატფორმით 1 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლონ.

რა არის QuickShipper? ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში მოქმედ 10-მდე წამყვან საკურიერო კომპანიას.

QuickShipper ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს:

შეადაროს პირობები მომენტალურად: მისამართების შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია ფასებისა და ხელმისაწვდომობის ნახვა რეალურ დროში, ყველა პარტნიორი კომპანიისგან.

გამოიძახოს კურიერი მარტივად: პლატფორმაზე შესაძლებელია სასურველი კურიერის შერჩევა და სისტემა ავტომატურად გადასცემს მას შეკვეთას.

აკონტროლოს პროცესი: ბიზნესი მიიღებს უნიკალურ tracking ბმულს მეტი გამჭვირვალობისთვის.
ისარგებლოს ერთი ფანჯრის პრინციპით: მომხმარებელთა მხარდაჭერა და ანგარიშსწორება სრულად ცენტრალიზებულია.

შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის, რომლებსაც QuickShipper-ით ჯერ არ უსარგებლიათ: საქართველოს ბანკის იმ ბიზნეს მომხმარებლებს კი, რომლებიც QuickShipper-ის პლატფორმით უკვე სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლება 1 თვის განმავლობაში გაიაქტიურონ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის დარეგისტრირდით ამ ბმულზე.