ძალიან სერიოზულად აკვირდებიან საქართველოს მიერ სანქციების შესრულებას და სამშვიდობო დერეფნის მიმართულებით საქართველოს ჩართვას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება სანქციებთან მიმართებით.

"ძალიან სერიოზულად აკვირდებიან საქართველოს მიერ სანქციების შესრულებას - ეს ერთი, მეორე - სამშვიდობო დერეფნის მიმართულებით საქართველოს ჩართვას, რაც არის პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა და ეს გულისხმობს, პირველ რიგში, იმას, რომ რუსული ნავთობით ირიბი ვაჭრობა ამ კონტექსტში დაუშვებელია და ასევე, საქართველოს კონკრეტულად სანქციების კონტექსტში ხსენება, რაც ზუსტად ე.წ. რეჟიმის ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე იყო დაფიქსირებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება სანქციებთან მიმართებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.