ვერძი

ახლა სიახლეების დაწყების დრო არ არის, იმოქმედეთ ძველი, ჩვეული პრინციპებით, ისე როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. კარგი იქნება, თუ დასვენებისთვის დროს გამონახავთ.

კურო

დიდი ალბათობით, დღე წარმატებული იქნება, თქვენი პროექტებისათვის. ნუ გადაიღლებით.

ტყუპები

გაგიადვილდებათ, გაარკვიოთ თქვენი წინსვლის დამაბრკოლებელი მიზეზები და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ახლა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების დრო არაა.

კირჩხიბი

მიჰყევით მოვლენებს, მიენდეთ სამყაროს დინებას. ეცადეთ, თქვენი პოტენციალი სამომავლო გეგმების რეალიზაციისკენ მიმართოთ.

ლომი

მიღებული ცოდნა და ინტელექტი საშუალებას მოგცემთ, სწორად შეაფასოთ პროცესები.  გაქვთ შანსი, შეძლოთ თქვენი ჯანსაღი ამბიციების რეალიზება.

ქალწული

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მოგებისა და ფინანსური წარმატების მაღალია ალბათობა. შესაძლოა, კარგი რეკომენდაცია მიიღოთ სამომავლო ინვესტიციებთან დაკავშირებით.

სასწორი

დიდი ცვლილებების ალბათობაა. სამსახურის მხრივ, შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.

მორიელი

აკონტროლეთ თქვენი ფინანსები და ხარჯები, ყველაფერი ჩვეულ რიტმში ვითარდება.

მშვილდოსანი

მიეცით გზა თქვენს ემოციებსა და გრძნობებს, მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა და მოუსმინეთ შინაგან ხმას.

თხის რქა

მატერიალურ საკითხებზე ზრუნვისა და გეგმებისთვის მშვენიერი დღეა, იფიქრეთ ფინანსურ წყაროებზე, გააკეთეთ სამოქმედო სტრატეგიული მონახაზი.

მერწყული

გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები, მიჰყევით რეკომენდაციებს, მოაწესრიგეთ ურთიერთობები პირად სასიყვარულო, თუ საოჯახო ურთიერთობებში. ენდეთ ახლობლების რჩევებს.

თევზები

ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია, არ არის ეს დღე სასურველი ახალი კავშირებისა  დასაწყებად. მიჰყევით ჩვეულ რიტმს, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს.