საქართველოდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა - ინფორმაციას aktual.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა.

ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ბათუმიდან იყო აფრენილი.