ვერძი

ახლა სიჯიუტე და საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასება წაგებიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტივად დათმოთ პოზიციები, იმოქმედეთ ფრთხილად, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. არც დასვენებისთვის დროის გამონახვა დაგავიწყდეთ.

კურო

ყოველგვარ გაუგებრობებს იოლად მოაგვარებთ, როგორც სამსახურში, ასევე ახლობლებთან, გულწრფელი, გულახდილი საუბრით არა მარტო ტვირთს მოიცილებთ მხრებიდან, არამედ სწორადაც გაგიგებენ, ეს კი კარგად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.

ტყუპები

დღეს, სასურველია შეამციროთ კომუნიკაციები. ნუ გასცემთ თქვენს გეგმებს, სხვებისგან რაიმე ინფორმაციის გაგებასაც ნაკლებად ელოდეთ. იმოქმედეთ რაციონალურად და დაკვირვებულად. დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.

კირჩხიბი

პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ, კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.

ლომი

მთელი დრო, სჯობს, გარემო სივრცის მოწესრიგებას მიუძღვნათ. დასვენება და განტვირთვა ახლა ძალიან გჭირდებათ.

ქალწული

წარმატებული და შედეგიანი იქნება თქვენი გადადგმული ნაბიჯები, სტატუსის განმტკიცების მიზნით. პრაქტიკულად, ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრი შეგიძლიათ გამარჯვებით დააგვირგვინოთ.

სასწორი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, დაკავდით ადამიანებთან ურთიერთობების დალაგებით და, ზოგადად, სირთულეების გადაწყვეტით. ასე, სამომავლოდ, ბევრი რამ უფრო მარტივად წარიმართება.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, ახლა საჭიროა, მოახდინოთ ორიენტირება ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი და იპოვოთ საუკეთესო გზა პრობლემების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი

მოაწესრიგეთ ანგარიშები და ფინანსური საკითხები, თქვენი სიფრთხილე, ერთი მხრივ, აგაცილებთ უსარგებლო ხარჯებსა და დანაკარგებს, მეორეს მხრივ, არ უნდა გამოგეპაროთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, ამიტომ, იყავით ყურადღებით.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა დაუგეგმავი საქმეები გამოჩნდეს, რომელსაც ბრწყინვალედ გაართმევთ თავს, თუმცა, დღის ბოლოს დასვენება აუცილებელია ენერგიის აღსადგენად,

მერწყული

დღეს, არაფერი გამოგეპარებათ, შეამჩნევთ მნიშვნელოვან დეტალებს. ეცადეთ სიტუაციის სწორი ანალიზი გააკეთო და სამართლიანად იმოქმედეთ. საღამოს აუცილებლად განიტვირთეთ.

თევზები

მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ახალ წამოწყებებს, ხელშეკრულებების დადებას, დიდ ფინანსურ ხარჯებს. სერიოზული საკითხების გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიტანეთ, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები.