ვერძი
პრობლემებს ნუ აარიდებთ ზურგს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიტუაციები. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია რთული ამოცანების მოსაგვარებლად. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და იარეთ კარგად გამოცდილი გზებით. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, დიდი შესყიდვები და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.

კურო
აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და არასწორი გათვლები გამოიწვიოს. მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება. თუ ახლობელი ადამიანების მოტივები და ქმედებები არ გესმით, გულწრფელად ესაუბრეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ.

ტყუპები
შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 22 იანვარს მსგავს მოვლენებს მოერიდოთ და იმუშაოთ ისე, როგორც აქამდე. ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის დაგეგმეთ – არის შანსი, რომ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კირჩხიბი
საკუთარი ძალების რწმენა და აქტიური ქმედებები ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ახალი იდეები კოლეგებს გაუზიაროთ, რომ მათგან საჭირო დახმარება და პრაქტიკული რჩევები მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

ლომი
გირჩევთ, ამ დღეს ახალი საქმის დაწყებაზე უარი თქვათ და მთელი დრო დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. სასურველია, ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ და ყურადღება მიაქციოთ მხოლოდ იმას, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. შესაძლოა, ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. დროა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ – მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.

ქალწული
მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ ისე, როგორც შინაგანი ხმა გკარნახობთ. ეს დაგეხმარებათ, დიდი შეცდომები თავიდან აიცილოთ. ვიღაცამ შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს, ამიტომ ყველასთან გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.

სასწორი
სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება საშუალებას არ გაძლევთ, აქტიურად იმუშაოთ და რთული საკითხები გადაჭრათ. ყურადღება მიაქციეთ რუტინულ სამუშაოს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მოაწესრიგეთ საბუთები. შესაძლოა, თავში რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ, რომ მოგვიანებით თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ზოგი სასწორი იმ ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქრებს, რომელსაც ძალიან აფასებდა. ნუ აჩქარდებით – ასეთი გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზროთ.

მორიელი
ამ დღეს უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მათ შორის ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. თქვენს უახლოეს გარემოცვაში შეიძლება ვიღაც არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თავი შორს დაიჭირეთ მენეჯმენტისგან და ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი
ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. გარემოებები სწრაფად იცვლება და პარტნიორები პირობას არ ასრულებენ. ზედმეტი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ. ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.

თხის რქა
მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების და ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მერწყული
ეს დღე ახალი იდეების და გეგმების რეალიზებისთვის შესანიშნავია. შანსია, მოულოდნელად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია ან დახმარება ახლობლისგან, რაც თქვენს წარმატებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს. იყავით ღია სიახლეების მიმართ, მაგრამ არ ენდოთ ყველას, ვინც თქვენს გზაზე შეხვდება. დრო დაუთმეთ ძველ მეგობრებთან ურთიერთობას ან დაისახეთ ახალი მიზნები. საღამო მშვიდად გაატარეთ და იზრუნეთ დასვენებაზე.

თევზები

დროა, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას. შეიძლება იგრძნოთ გადაღლილობა ან შინაგანი მოუსვენრობა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში სიტუაცია გაუმჯობესდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ და დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის ან შინაგანი ჰარმონიის მოსაპოვებლად. ურთიერთობები მნიშვნელოვანი ადამიანებთან უფრო მტკიცე და თბილი გახდება.