მე ძალიან მიკვირს ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც პარტიული უფლებამოსილების ამოწურვა არის ტრაგედია და მიკვირს, რომ ეს შეიძლება იყოს იმის საბაბი, რომ რაღაცაში მსხვერპლის როლი მოირგო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ყველას აღებული საკუთარ ამომრჩეველთან და უნდა იაზრებდნენ, რომ თუ ვინმე მათზე უკეთესი გამოჩნდება, გადააბაროს თავისი საქმიანობა.

"მე ძალიან მიკვირს ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც პარტიული უფლებამოსილების ამოწურვა არის ტრაგედია და მიკვირს, რომ ეს შეიძლება იყოს იმის საბაბი, რომ რაღაცაში მსხვერპლის როლი მოირგოს. თუ ჩვენ დღეს გვიჭირს, საერთოდ, რა პარტიულ თანამდებობებზეა საუბარი? თუ ჩვენ გვიჭირს, საკუთარ ამომრჩეველს ვანახოთ ის, რომ ნორმა არის, რომ უფლებამოსილების ვადა რომ გეწურება, პარტია სხვას აირჩევს და შენ რიგითად შეგიძლია მერე დარჩე პარტიაში, ამის მიღება თუ ახლა არ შეგვიძლია ოპოზიციაში ყოფნისას, ძალიან საშიში სიმპტომია. არ დავასახელებ არავის, თუმცა შემიძლია ერთი რამ ვთქვა - ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, ჩემზე უკეთ გააკეთოს რაღაც,  მზად ვარ, გადავაბარო მას ეს პასუხისმგებლობა და მასთან ერთად რიგითად ვიბრძოლო. ამ პარტიაში ეს ძალიან ჯანსაღადაა და არაფერია ამაში ტრაგიკული.

ეს ჩემი და თინას ვალდებულებაცაა ჩვენს ამომრჩეველთან, რომლებიც წლებია, ხმას გვაძლევენ, რომ მე შეიძლება მანდატი არ გამიგრძელონ და შენზე უკეთესად სხვას შეუძლია ამ საქმის გაკეთება, მე ვალდებული ვარ, ჩემი ამომრჩევლის და იმ რწმენის გამო, რის გამოც პარტიაში ვარ, დავუთმო იმას, ვინც ჩემზე უკეთ გააკეთებს", - განაცხადა ანა წითლიძემ.