აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელახლა აირჩევა, ეს „ბევრად უკეთესი“ იქნება, თუმცა, ბაიდენის დროსაც კი, „განჭვრეტადია, რომ შეერთებული შტატები ყურადღებას გადაიტანს უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანისკენ“.

"ამას თუ გააკეთებენ, ალბათ ვერ შეძლებენ ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატოს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.