აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება.
ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება.
ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
1732179735
მისივე თქმით, რუსეთი ძალიან აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, იყო ხულიგანთა ჯგუფების დიდი აქტივობა."ჩვენ გვაქვს პრობლემა ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის მხრივ უკან იხევენ და ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას. როდესაც მმართველი პარტია აკონტროლებს ყველა ინსტიტუტს, ეს მოიცავს არამხოლოდ აღმასრულებელ შტოს, არამედ ისეთ უწყებებს, როგორებიცაა საარჩევნო კომისია, სასამართლო, მედია სივრცის დიდი ნაწილი. საქართველოში ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, თუ, როგორ გამოიყენება სახელმწიფოს რესურსები საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგი იქნეს გატარებული. არ არსებობს არანაირი გამიჯვნა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის. IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ეს არის ძალიან ევროპული ქვეყანა და არა დაყოფილი საზოგადოება, სადაც ნახევარს სურს რუსეთი. ამ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის მცდელობები, რომ გამოეყენებინა სახელმწიფო რესურსის ყველა საშუალება, დაეშინებინა ამომრჩევლები, მოესყიდა ისინი, რათა მიეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ვნახეთ.დიდი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური, ბევრი ქართველი ამბობს, რომ არა. როგორც ჩვენ საქართველოსა და მოლდოვაში ვიხილეთ რუსეთის ხელი, იქ არის ძალიან ძლიერი და მისი გავლენა ამ ქვეყნებზე გაცილებით უფრო დაიხვეწა. ეს მოიცავს, ინფორმაციულ ოპერაციებს, ასევე ოპერაციებს სოციალურ მედიაში, თვალთვალის ფორმებს. ეს არის ინსტიტუტების მთელი კრებული, რომელსაც ავტორიტარები ახლა იყენებენ, რათა მოახდინონ არჩევნების შედეგების მანიპულირება.რუსეთი ძალიან აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, იყო ხულიგანთა ჯგუფების დიდი აქტივობა, ამ მოდელის გამოცდა ჩვენ 10 – 15 წლის წინ რუსეთში ვიხილეთ. რუსეთი საინფორმაციო სივრცეს იყენებს იარაღად და პუტინმა უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ ის პოლიტიკურ ომს აწარმოებს თავისი მეტოქეების წინააღმდეგ. ჩვენ სწორედ ეს ვნახეთ საქართველოს არჩევნების დროს“, - განაცხადა დენიელ თვაინინგმა.
1732178106
"ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართით და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.2019 წელს, თიბისის მხარდაჭერით, დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ2 შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ თიბისის მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა.დავითი მაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს.გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, „ბარდასის“ გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.
1732177662
მისივე თქმით, ცესკო და "ქართული ოცნება" ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმის უფლებას არ უტოვებს."ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის იმ უკანონო გადაწყვეტილებების ჯაჭვის გაგრძელება, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. მათ შექმნეს ლეგალურად ისეთი ბაზა, სადაც ოპოზიციას ფაქტობრივად, არ აძლევენ საშუალებას, რომ იმ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ მანდატებზე თქვას უარი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.
1732176836
მისივე თქმით, როდესაც ეს პროტესტი არის რეალური, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ამიტომ არის მოძრაობის დაწყება აუცილებელი, ამ მოძრაობას სჭირდება თავის ფორმაში მოსვლა."მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ყველაფრის საფუძველი. დაიწყო აქციები, პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის არის ძალიან რთული და მე ყველას, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა მადლობა ვუთხრა. როდესაც ეს პროტესტი არის რეალური, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ამიტომ არის მოძრაობის დაწყება აუცილებელი, ამ მოძრაობას სჭირდება თავის ფორმაში მოსვლა. ამ ყველაფერს რუტინული მუშაობა სჭირდება და მე აღფრთოვანებული ვარ გიორგი ვაშაძის ენერგიით და ყველას ენერგიით, ვინც ამაშია ჩართული. მათ იციან, რომ უნდა დაიწყოს მოძრაობა, რადგან გრძნობენ საზოგადოების ღელვას. ეს არის შეუქცევადი პროცესი, ოდნავ ფართო სურათში რომ შევხედოთ, მოლდოვამ გაასწრო და გავიდა, ჩვენ თუ ვერ გავასწარით და ვერ გავედით, მერე იმხელა ტრაექტორიაში მოჰყვება საქართველო, როგორიც არის დიდი რეგიონალური პოლიტიკა და ამ დიდ სურათში ჩვენ უკანა უჯრაში აღმოვჩნდებით, ეს არის კატასტროფის ტოლფასი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
1732176469
მათ გამოძიება ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.აქციის ზოგიერთ მონაწილეს კი რვადღიანი პატიმრობა შეეფარდათ.თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი ერთი თვის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. აღნიშნული პროცესით უნდა დადგინდეს, ცნობს თუ არა სასამართლო დაკავებულ პირებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად.19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან 3 ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.
1732174015
"გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620 584 ლარის ოდენობით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
1732173426
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები. განვადების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ მოიგოთ პარტნიორი კომპანიებისგან, როგორც ფულადი პრიზები და ფასდაკლების ვაუჩერები, ასევე მთავარი პრიზი 1000 ლარის ოდენობით, რომლის მოგებაც 3 მომხმარებელს შეეძლება.საჩუქრის გაცემის პირობები:დასაჩუქრდება ყველა ვინც განავადებს;საჩუქრები მომხმარებლებს გადაეცემათ შემთხვევითობის პრინციპით;1 გაცემულ განვადებაზე მომხმარებელს 1 საჩუქარი გადაეცემა;საჩუქრის შესახებ მომხმარებელი SMS შეტყობინებით მიიღებს ინფორმაციას;მომხმარებელს საჩუქრები გადაეცემა განვადებიდან 30 დღის განმავლობაში;განვადების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქარი არ გადაეცემა;მომხმარებლები მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში განვადების დროს დასაჩუქრდებიან.პრიზები რომლებიც თამაშდება:თიბისისგან მთავარი პრიზი 1000 ლარი. თიბისისგან 50 ლარი. ბოდი შოპი: 40%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები. აფლელუ: 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები. პსპ: 50%-მდე ფასდაკლების ვაუჩერები.პსპ: 50 ლარიანი ვაუჩერები.კარფური: 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.იზი-პიზის: 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები. ისი-პარი: 20%-იანი ვაუჩერები. თაიმი: 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი. პანდორა: 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი. TOUS: 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი. ბეკო: 50 ლარიანი ვაუჩერი.გაეცანით დეტალურ ინფორმაციას ბმულზე.თიბისის 23-27 ნოემბრის განვადების აქცია, ნივთების შეძენას, კიდევ უფრო მოსახერხებელს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულს ხდის, რაც მეტად მრავალფეროვან და მოქნილ შოპინგის გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის.
1732173031
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოსგან დიდი მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ბრძოლას მაინც აგრძელებენ."დიდი მოლოდინი სასამართლოსგან არ გვაქვს, მაგრამ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მინიმუმ იმისთვის, რომ დავის ყველა რესურსი ამოწურული იყოს.ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ და ახლა უკვე მესამე ეტაპზე ვართ. სიახლე არის ის, რომ მოვითხოვეთ დროებითი განჩინების გამოტანა. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც სასამართლოს შეუძლია კონკრეტულ პირს აუკრძალოს კონკრეტული ქმედების განხორციელება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალოს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება, დეპუტატებისთვის დოკუმენტების გადაცემა და ასე შემდეგ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. საია საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე, ცესკოს შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.